მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენ გვქონდა 9,3 პროცენტი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული ხუთი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება
პრემიერი: ჩვენ გვქონდა 9,3 პროცენტი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული ხუთი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება

იმედი|imedinews.ge

მთლიანობაში, ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც ოთხი იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში

„ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკურ წინსვლაზე. ჩვენ გვქონდა 9,3 პროცენტი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად გასული ხუთი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა ეს არის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება.

ამაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“, „გრანტების შესახებ კანონზე“. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ე.წ. NGO-ებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში. ხმარდებოდა ზუსტად რომ ქვეყნის არევას, ხმარდებოდა თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავდასხმას მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობის კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება და მე მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად ასეთი ბრძოლის გარეშე, რა თქმა უნდა, შედეგები ვერ მიიღწევა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ პრინციპულობისთვის და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: საქსტატი ძალიან ეფექტიანად მუშაობს და ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, შეიძლება რაიმე თქვათ სტატისტიკის სამსახურზე, მაგრამ ვერ გაექცევით კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც, მაგალითად ბიუჯეტთან არის დაკავშირებული

ირაკლი კობახიძე: აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს

იმედი