მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
პრემიერი: ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

იმედი|imedinews.ge

რომ შევხედოთ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებს, ერთადერთი ინტერესი, რაც შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს ობიექტურად, ეს არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, აღმოსავლეთის მიმართულებით ევროკავშირს აქვს სერიოზული პრობლემები დაკავშირებადობის კუთხით. „მთლიანად ჩაიჭრა რუსეთთან კავშირი. ახლო აღმოსავლეთში არის პრობლემური ვითარება და რჩება ერთადერთი ბუნებრივი ხიდი ევროკავშირსა და აღმოსავლეთს შორის, ეს არის სამხრეთ კავკასიის ხიდი, რომელიც საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროკავშირიდან აცხადებდა, რომ თურმე საქართველოს გარეშე შეიძლება, აღარ შევალ აქ დეტალებში, არასერიოზულია, მინიმუმ რუკა უნდა გქონდეს ნანახი და გეოგრაფიაში უნდა ერკვეოდე იმისათვის, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთო. ჩვენ ამიტომ გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის საზოგადოების მოსახლეობის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. აქ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იქნებოდა ევროპული ბიუროკრატია კონცენტრირებული საქართველოსთან ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორ გაგრძელდება პროცესები, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი