მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიას არ მოსწონს ის, რაც მოხდა 2012 წელს - მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული და რომ არა მართლა იუველირული სვლები, რომელიც გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, შეუძლებელი იყო მაშინ ცვლილების განხორციელება, ვერ პატიობენ იმას, რომ 2012 წლის შემდეგაც სწორედ ბიძინა ივანიშვილს აღიქვამენ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის გარანტად და სწორედ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერაფრით დააბრუნეს ხელისუფლებაში
პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიას არ მოსწონს ის, რაც მოხდა 2012 წელს - მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული და რომ არა მართლა იუველირული სვლები, რომელიც გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, შეუძლებელი იყო მაშინ ცვლილების განხორციელება, ვერ პატიობენ იმას, რომ 2012 წლის შემდეგაც სწორედ ბიძინა ივანიშვილს აღიქვამენ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის გარანტად და სწორედ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერაფრით დააბრუნეს ხელისუფლებაში

იმედი|imedinews.ge

სინამდვილეში ევროპულ ბიუროკრატიას არ მოსწონს ის, რაც მოხდა 2012 წელს. გახსოვთ მაშინაც, რა ხდებოდა - მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული და რომ არა მართლა იუველირული სვლები, რომელიც გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, შეუძლებელი იყო მაშინ ცვლილების განხორციელება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მისივე თქმით, ისინი ბიძინა ივანიშვილს აღიქვამენ ქვეყანაში სუვერენიტეტის მთავარ გარანტად და ადანაშაულებენ იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერაფრით დააბრუნეს ხელისუფლებაში.

„სისხლიანი რეჟიმი - მწვანე შუქით ევროპული ბიუროკრატიიდან, მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციიდან, შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის გაკეთება და ამას ვერ პატიობენ. ვერ პატიობენ იმას, რომ 2012 წლის შემდეგაც სწორედ ბიძინა ივანიშვილს აღიქვამენ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის გარანტად და სწორედ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერაფრით დააბრუნეს ხელისუფლებაში. ამდენი იწვალეს. სხვადასხვა პრემიერ-მინისტრი იყო ამ ქვეყანაში და ყველა პრემიერ-მინისტრის დროს სხვადასხვა მოცემულობა იყო. გახარიაც იყო პრემიერ-მინისტრი და კაცი აცხადებს პირდაპირ, რომ მისი პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილი მის საქმეებში არ ერეოდა. ერთმანეთისაც არ გჯერათ. დღევანდელი მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს წევრი, მას მანდატი მიანიჭა ამ კუთხით მოსახლეობამ, იმიტომ რომ ამ მოცემულობით წარვდექით ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე და ყველაფერი არის ზუსტად ძველი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, როცა ევროპა ევროპობდა და დემოკრატიას ფასი ჰქონდა. ზუსტად იმ სტანდარტებითაა ჩამოყალიბებული დღეს მმართველობის სისტემა. პრობლემა ზუსტად ევროპულ ბიუროკრატიაშია, რომელიც არის სწორედ რომ არაფორმალური გავლენების ქვეშ. ევროპაში იდენტობის კრიზისია, წამყვანი ევროპული ქვეყნები რომ ავიღოთ, გერმანია რომ ავიღოთ, ქრისტიანად თავს ცნობს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები. ეს მაჩვენებელი, სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო 90 %-ზე მეტი, ახლა არის 50 %-ზე ნაკლები. ეს არის არაფორმალური გავლენის შედეგი, რაც ხელისგულზე დევს ჩვენი გადმოსახედიდან“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი