მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ, ამ ყველაფერს ხელი მოაწერეს 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული, მათ მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში
პრემიერი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ, ამ ყველაფერს ხელი მოაწერეს 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული, მათ მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში

იმედი|imedinews.ge

არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ.

„პირველ რიგში, არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. იქ გარკვევით ჩაიწერა ასეთი რამ, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაც მე გავიმეორე. ამ ყველაფერს თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი თავის დროზე, 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული. აქედან გამომდინარე, თქვენს პარტიას მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში და მთელ ევროპულ თანამეგობრობასთან ერთად რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში, ანუ ომში გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ და მერე რატომ ჩაიწერა, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია. რუსეთის პასუხზეა იქ პირდაპირ საუბარი და ამას ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა სწორედ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

„არგუმენტი თუ ვინმემ რამეს მისცა, ეს იყო ის, როდესაც თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც აღიარა ის, რომ კონფლიქტი მათ გადაზარდეს ომში, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში. თუ ვინმემ რამე შეაგულიანა, ჩვენ ფაქტებით ვხედავთ ამ ყველაფერს. ფაქტები არის ოკუპაცია და ფაქტები არის აღიარება. როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა სწორედ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა თქვენი პოლიტიკური პარტია. ეს არ იყო მხოლოდ მაშინ საომარი მოქმედებების დაწყება, მარტო ეს არ იყო, რაც მათ გააკეთეს, ამას წინ უძღოდა ათასი პროვოკაციული ქმედება, რითაც მოუმზადეს მათ რუსეთის ფედერაციას საბაბი, არა საფუძველი, არამედ, ხაზგასმით ვამბობ, საბაბი იმისათვის, რომ გადაედგათ ის ნაბიჯები, რაც შემდეგ გადადგეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩაედინათ ის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინეს. ეს იყო, მათ შორის ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის წოდება და ა.შ. უამრავი პროვოკაციული ფაქტი. კანონი მიიღეს, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს, რითაც შექმნეს ალტერნატიული დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლება. ეს იყო ის წყება ნაბიჯების, რომლებიც დააგვირგვინეს შემდეგ იმით, რაც ჩაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს გააკეთა თქვენმა პარტიამ და თქვენ სამარცხვინოდ არ ემიჯნებით საკუთარი პარტიის ამ ქმედებებს, რამაც მოიტანა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია და ამ ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფოებად აღიარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მასუდ ფეზეშკიანი: ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიარუსთავი 2
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →მოძრაობის →ყველაფერი →

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში

ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს

პრემიერი: ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი

შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

იმედი