მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: „იმედისთვის“ და „პოს ტვ“-თვის დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში
პრემიერი: „იმედისთვის“ და „პოს ტვ“-თვის დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში

პრემიერი: „იმედისთვის“ და „პოს ტვ“-თვის დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში

იმედი|imedinews.ge

„იმედისთვის“ და „პოსტვსთვის“ დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და კონკრეტულად მედიის თავისუფლების, ვიდრე ადამიანის უფლებების ის დარღვევა, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში, ხომ უკიდურესად უხეში და ბრუტალური იყო რაც ვიხილეთ დანიაში, ამასთან შედარებითაც კი ბევრად უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების ის, რაც მოხდა ბრიტანეთში „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს ევროკავშირის ღირებულებით დეგრადაციას.

„ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი დანიაში მომხდართან დაკავშირებით და, პრინციპში, რაც მოხდა „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კიდევ უფრო მძიმე ფაქტს, არა ევროპარლამენტში საქმიანობის შეჩერებას, არამედ ბრიტანეთის მიერ ტელევიზიის დასანქცირებას, ეს ბევრად უფრო მძიმეა ადამიანის უფლებების კუთხით. რა თქმა უნდა, რაც მოხდა დანიაში, იმას ვერანაირად ვერ გაანეიტრალებ აღქმაში, მაგრამ ჩემთვის „იმედისთვის“ დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და კონკრეტულად მედიის თავისუფლების, ვიდრე ის ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში. ხომ უკიდურესად უხეში და ბრუტალური იყო რაც ვიხილეთ დანიაში, ამასთან შედარებითაც კი ბევრად უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების ის, რაც მოხდა ბრიტანეთში „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან მიმართებით. ესეც აჩვენებს დეგრადაციას. თან ბრიტანეთი, ინგლისი კონკრეტულად, არის ქვეყანა, სადაც წარმოიშვა ადამიანის უფლებები თანამედროვე გაგებით და ასეთი ქვეყანა აბსოლუტურად არაფრად აგდებს მედიის თავისუფლებას და დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ვერც ერთი სტანდარტით ვერ გამართლდება. თავისი მარტივი წესები აქვს მედიის თავისუფლებაში ჩარევას. არსებობს სახელმძღვანელოები ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი, ფრანგულენოვანი, ყველანაირი, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც შეიძლება გაამართლო იმ ფორმის ჩარევა მედიის თავისუფლებაში, რაც ვიხილეთ ბრიტანეთის მხრიდან. ასეთი სახელმძღვანელო უბრალოდ არ არსებობს, ასეთი მეცნიერული მიდგომა უბრალოდ არ არსებობს. ზუსტად ისეთი ბრუტალური აქტი იყო, რაც გააკეთა ბრიტანეთმა, ამის გაგრძელება იყო შემდეგ ევროპარლამენტი, რაც ვიხილეთ დანიაში. შესაბამისად, ესეც აჩვენებს იმ უმძიმეს სახეს, რომლითაც წარსდგა ბოლო დროს ევროპული ბიუროკრატია ფართო საზოგადოების წინაშე. არავითარი ახსნა და გამართლება ამ ყველაფერს არ აქვს, არც იმას, რაც მოხდა ბრიტანეთში, არც იმას, რაც ვიხილეთ ევროპარლამენტში. ეს აჩვენებს ევროკავშირის ღირებულებით დეგრადაციას, ამის იქით სხვა შეფასება ვერ გაკეთდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი