მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც

იმედი|imedinews.ge

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მისივე თქმით, საქართველო ასევე უსწრებს უკრაინას და მოლდოვას არაერთი პარამეტრით, მათ შორის, კანონის უზენაესობის ინდექსითა და კარგი მმართველობის ინდექსით. „საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსზეა საუბარი, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ამ კონკრეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80 ადგილზე, უკრაინა 104-ე ადგილზე. ანუ, თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც. კანონის უზენაესობის ინდექსი, რომელსაც აქვეყნებს „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“, საქართველო 52-ე ადგილზეა, მოლდოვა 68-ზე, უკრაინა 90-ზე. კარგი მმართველობის ინდექსი, „ჩენდლერის ინსტიტუტი“, ვერავინ შეიტანს ეჭვს მათ მიუკერძოებლობაში, საქართველო 43-ე ადგილი, მოლდოვა 65-ე ადგილი, უკრაინა 81-ე ადგილი. ასევე, არსებობს თვითონ ევროკომისიის შეფასებები და საოცრება მოხდა 2022 წლის ივნისში, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას და შემდეგ გამოქვეყნდა მაგალითად მოლდოვას რომ შევადაროთ თვითონ ევროკომისიის ანგარიში, სადაც ქულებით იყო შეფასებული ქვეყნები, მათემატიკურად დადგენადი იყო ვინ იყო წინ და ვინ უკან. 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც პირდაპირ ადასტურებდა იმას, რომ საქართველო მოლდოვას უსწრებს წინ, ბოსნიას უსწრებს წინ, რომელსაც მერე მიენიჭა სტატუსი, ჩვენამდე - საქართველომდე. ეს არის მდგომარეობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პლურალიზმის, არჩევნების, მედიის თავისუფლების კუთხით, რაც არის შექმნილი საქართველოში და რაც არის შექმნილი მოლდოვასა და უკრაინაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი