მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან ახალი ეტაპია სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ეს ყველაფერი გამოხატულია კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 45%-ით
პრემიერი: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან ახალი ეტაპია სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ეს ყველაფერი გამოხატულია კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 45%-ით

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე.

„ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 45 პროცენტით.

იანვარ-აპრილში სამჯერ გაიზარდა ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში. საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაიზარდა 49 პროცენტით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი