მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი, პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი
პრემიერი: ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები, მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი, პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი

იმედი|imedinews.ge

იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, ამას სჭირდებოდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

„ცალკე უნდა შევეხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას, სადაც გასული ერთი წლის განმავლობაში გვქონდა თვისებრივი ცვლილებები. იყო გარკვეული პრობლემები დაგროვილი კრიმინალის მიმართულებით, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით. იყო პრაქტიკა, რომ ქალაქში, თბილისში დარბოდნენ ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით. ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ამას სჭირდებოდა რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება და ასეთი ზომები გატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ასევე, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, პასუხისგებაში მიეცა 15 კანონიერი ქურდი და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით. კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი ეს საკითხები და აქაც იყო სერიოზული ეჭვები მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით. მთლიანად წამოვიღეთ ეს ყველაფერი სახელმწიფო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად უზრუნველყოფს მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას ორივე მიმართულებით, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი