მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით, განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე, მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ
პრემიერი: ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით, განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე, მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ

იმედი|imedinews.ge

ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად განისაზღვრა მყინვარულ და პერიგლაციალურ პროცესებთან დაკავშირებული რისკები და მაღალი რისკის შემცველი უბნები.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ და, რა თქმა უნდა, ეს შეფასება, საბოლოო ჯამში, მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი ტიპის რისკების დაზღვევის შესაძლებლობას. 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა.

ასევე მუშავდება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები: შემუშავდა ალაზან-იორის გეგმა, მომზადდა რიონისა და ენგურის სააუზო გეგმების პროექტები. მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო ქსელი. განთავსდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები ფოთში, ოზურგეთში, თაზაქენთსა და ზესტაფონში - ზესტაფონში ორი ასეთი სადგური განთავსდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

„გაგრძელდა მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით. დაარსდა რაჭის დაცული ლანდშაფტი და გაფართოვდა რაჭის ეროვნული პარკი, გაფართოვდა არაგვის დაცული ლანდშაფტი, განხორციელდა კვლევები სვანეთის, ლეჩხუმისა და კახეთის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით. ჯამში, საანგარიშო პერიოდში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 126 000 ჰექტარ ფართობზე. მოეწყო 10-კილომეტრზე მეტი სიგრძის და რეაბილიტირდა 89 კილომეტრი სიგრძის სატყეო გზა. განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე. მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც მივაღწიეთ გასული 1 წლის განმავლობაში. ტყის უკანონო ჭრა იყო ძალიან მძიმე და მანკიერი პრაქტიკა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო ეს პრობლემა და ამ კუთხით მივაღწიეთ პრინციპულ გარდატეხას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი