მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: როდესაც საუბრობთ, რომ ევროპული საგრანტო პროექტების მონაწილეები თითქოს ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენა, კონკრეტული დათქმები გაკეთდა კანონმდებლობაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული საგრანტო განაცხადების 95 % ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული
პრემიერი: როდესაც საუბრობთ, რომ ევროპული საგრანტო პროექტების მონაწილეები თითქოს ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენა, კონკრეტული დათქმები გაკეთდა კანონმდებლობაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოსული საგრანტო განაცხადების 95 % ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული

იმედი|imedinews.ge

მშპ-სთან მიმართებით განათლების დანახარჯების წილი, რა თქმა უნდა, არის შედარებით მცირე მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებით, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს შედარებით დაბალი გადასახადები, რაც საბოლოო ჯამში აისახება სხვადასხვა სექტორში მშპ-სთან წილზე, მთლიანობაში, ჩვენ მეოთხედსაც არ ვკრეფთ გადასახადების სახით ჩვენი ეკონომიკიდან, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში გადასანაწილებელიც ნაკლები თანხაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს განათლების სფეროში დანახარჯების გაზრდა, ვინაიდან პირდაპირი უკუგება აქვს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას, თუმცა ეს ინვესტიცია უნდა იყოს კარგად გააზრებული.

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც განაპირობებს შედარებით დაბალ წილს. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს განათლების სფეროში დანახარჯების გაზრდა, იმიტომ რომ პირდაპირი უკუგება აქვს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია უნდა იყოს კარგად გააზრებული და არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ამაში ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობ,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შესული საგრანტო განაცხადების წარმატების მაჩვენებელი არის დაახლოებით 95 %.

„რაც შეეხება იმას, რომ ევროპული საგრანტო პროექტების მონაწილეები თითქოს ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტული დათქმები გაკეთდა კანონმდებლობაში განათლების სფეროსთან დაკავშირებით და გარდა ამისა, რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოდის საგრანტო განაცხადები და წარმატების მაჩვენებელი არის დაახლოებით 95 %. რაც შემოდის საგრანტო განაცხადები, იმის 95 % ჩვენ დადებითი დასკვნით გვაქვს დაბრუნებული, შესაბამისად შესაბამისი საგრანტო დაფინანსება წარმატებით განხორციელდა. ამიტომ აქ რეალურად კითხვის ნიშნებისთვის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი