მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო, ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი, გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება
პრემიერი: როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო, ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი, გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება

იმედი|imedinews.ge

როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მათზე დამოკიდებული. „მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის ისეთ მოთხოვნები, რასაც ისინი ითხოვენ საქართველოსგან და რაც მიუღებელია. „რომ ავიღოთ შეკრებები და მანიფესტაციები. 1 წლის და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუზღუდეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა იქ დადექი, ტროტუარზე, ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ 150 კაცით დისკომფორტი შეექმნათ თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს. გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება, რომ 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი