მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: საბჭოური ტიპის დეზინფორმაციაა, რასაც ავრცელებს ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც ძალიან სამწუხაროა, რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები
პრემიერი: საბჭოური ტიპის დეზინფორმაციაა, რასაც ავრცელებს ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც ძალიან სამწუხაროა, რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები

იმედი|imedinews.ge

ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც არის ძალიან სამწუხარო, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის შეფასებით, რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები.

„მარტივად რომ შევაფასოთ, ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან. ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც არის ძალიან სამწუხარო. ძალიან დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია და ამის გამოხატულებაა ის ტექსტები, რომლებზეც ახლა გვიწევს კომენტარის გაკეთება.

საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია დაამტკიცა თავის დროზე ევროპარლამენტმა ძალიან დიდი უმრავლესობით. საბჭოური სტილის დეზინფორმაცია, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის მასშტაბური პრობლემა. რა თქმა უნდა, ვერ დავიყვანთ ამ პრობლემას მხოლოდ რასა იუკნევიჩიანესა და მის კონკრეტულ საბჭოურ წარსულზე. ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც დღეს არის სრულიად თვალსაჩინო ევროპულ ბიუროკრატიაში და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში.

ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბრები ამ თემაზე, მათ შორის, წინა სამიტის დროს კიდევ უფრო ვრცელი საუბარი მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენს გულისტკივილს ყოველთვის ვუფიქსირებთ, მათ შორის კონკრეტულად ევროპარლამენტის პრეზიდენტს. ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს წუხილს ყოველთვის ევროპელ პოლიტიკოსებს, თუმცა ვხედავთ, რომ საერთო ფონი არის ძალიან დამძიმებული ევროპაში, ევროპულ ბიუროკრატიაში. ასეთ ფონზე, ისინი პირდაპირ ესხმიან თავს თავისუფალ მედიას, ავრცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაცია. ეს არის საერთო ფონი და ამ საერთო ფონის პირობებში ცალკეულ საუბრებს ვერ ექნება დიდი ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი