მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება
პრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება

იმედი|imedinews.ge

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ორმხრივი გაღრმავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,ამ კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რასაც ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი შეთანხმებით შეიქმნა მთავრობათაშორისი კომისია ეკონომიკური საკითხების გარშემო და სწორედ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა მიმართულებით. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.

ასევე, ჩვენ განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღვნიშნეთ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის საჭიროება. ჩვენ ასევე შევეხეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. ამ მიმართულებითაც გვაქვს ინტერესი, გავაღრმაოთ თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანია ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, მუდმივი მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება. ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ პრეზიდენტი შეძლებს საქართველოში ჩამობრძანებას. დიდი ინტერესით ველოდებით მის ვიზიტს საქართველოში.

მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დიდი მწერლის, შოთა რუსთაველისთვის პატივის მიგებისთვის, რომლის სახელობის ქუჩაც გაიხსნა დუშანბეში და რომლის ბიუსტიც დაიდგა თქვენს ქალაქში. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი პატივისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია თითოეული ჩვენგანისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.

დასასრულს, ჩემი და მთლიანად დელეგაციის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველა დასახული მიზნის განხორციელებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი