მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს. ასევე, ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში
პრემიერი: უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს. ასევე, ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში

იმედი|imedinews.ge

უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.

„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ჩვენმა სტუმრებმა, ყველამ აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას. თითოეული მათგანის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს ისტორიაში. ამ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე. თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, მთლიანად გუნდის შემადგენლობას მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცედენტო წარმატებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2029 წელს საქართველო უმასპინძლებს ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში.

„ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს ვუმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ. სპორტის მინისტრს მინდა გადავუხადო მადლობა ამ ძალისხმევისთვის. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტების ჩატარება“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →ევროპის →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი