მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.

აღინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერის როლი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებასა და მოდერნიზაციაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ტვირთბრუნვის მზარდ მაჩვენებლებზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის ახორციელებს. ამ მხრივ ხაზი გაესვა აეროპორტებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებირუსთავი 2
  • 1.5 წელი დამჭირდა მართვის სისტემის პრობლემებისგან გასაწმენდად|კობახიძე ღარიბაშვილს აკრიტიკებსBM.GE
  • კობახიძე ღარიბაშვილის კორუფციაზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ სისტემის გათავისუფლებისთვის წელიწადი და 5 თვე დასჭირდატვ პირველი
  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
კობახიძე →მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

იმედი

NYT: უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება

NYT: უკრაინაში თაღლითობა და გაფლანგვა იარაღის ახალი კონტრაქტებით ჯილდოვდება

იმედი

დავით ქართველიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე: სანამ სპეცსამსახურები დედაქალაქის ქუჩებში სროლას აწყობენ და, სავარაუდოდ, ანგარიშსწორებას საბრძოლო დრონებით ახდენენ, პროკურორთა ელიტა მრავალმილიონიან კორუფციულ სქემებს აგებს

ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, 2 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო

ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის გამო, 2 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო

იმედი