მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრეზიდენტი: გილოცავთ დიდგორობას - ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს
პრეზიდენტი: გილოცავთ დიდგორობას - ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

პრეზიდენტი: გილოცავთ დიდგორობას - ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

იმედი|imedinews.ge

დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება. 1121 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება. დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა; ეს იყო შორსმჭვრეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „დიდგორობა 2026“-ზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, დიდგორობა ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულია. „გილოცავთ დიდგორობას - ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს! დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს. დღესაც, 21-ე საუკუნეში, ჩვენ სწორედ ეს გზა გვაქვს გასავლელი. გზა, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფხიზლეს, შინაგან სიმტკიცესა და პრაგმატულ აზროვნებას, რათა საქართველო საბოლოოდ გამთლიანდეს, გახდეს ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული!

ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა. სიბრძნე და სიფხიზლე - ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ამ წესის შესაბამისად უნდა შეიქმნას, დაიგეგმოს და დაინერგოს თითოეული სახელმწიფო რეფორმა. დიდგორამდე სხვანაირად ვერ მივალთ! ჩვენ გვჭირდება ყოველდღიურად ბრძოლა, დაუღალავი შრომა და საკუთარი თავის გამოწრთობა. სულიერი თუ მატერიალური საზრდო არა მხოლოდ შედეგების მიღწევაში, არამედ ყოველდღიური ბრძოლისა და მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვეძიოთ. როგორც დიდმა ილიამ დაგვიტოვა ანდერძად: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“. დღეს, ამ წმინდა მიწაზე დგომით, ქედს ვიხრით დიდგორის შემოქმედის, წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლისა და იმ გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიპოვეს ძლევაი საკვირველი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული სიბრძნითა და შრომით, საქართველო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • უნგრეთის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა აირჩიესფორმულა
  • პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია - პრეზიდენტირუსთავი 2
  • მთავრობის ადმინისტრაციის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; პარლამენტის და სხვა უწყებების შენობებზე დროშები დაეშვაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

იმედი

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

იმედი

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

იმედი