მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება
ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება

ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება

იმედი|imedinews.ge

უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომის დასრულებამდე უკრაინას შეუძლია მიიღოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი, როგორც ინტეგრაციის შუალედური ეტაპი. მერცმა აღნიშნა, რომ ამის განხორციელება მარტივია, რადგან ბლოკში წევრობის ეს მოდელი ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებში რაიმე ცვლილების შეტანას არ მოითხოვს.

მან გაიხსენა, რომ გერმანიის გაერთიანებიდან მალევე, 1991 წელს, ყოფილი გდრ-ის წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტში შემოიღეს დამკვირვებლის სტატუსი, ხმის უფლების გარეშე. მერცმა ასევე განმარტა, თუ რატომ შეიძლება გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები უკრაინაზე ადრე. მან განაცხადა, რომ მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

„ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა მას შეუძლია გახდეს ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხოლო შემდგომში - ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი