მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ, შპს „სკაიფორტი”-ს მოქმედმა და ყოფილმა დირექტორებმა, ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში, ეტაპობრივად 1 438 777 აშშ დოლარი მიითვისეს. ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლენ 519 900 აშშ დოლარს და 100 800 ლარს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სკაიფორტის” დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და მესამე ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 377-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინესფორმულა
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდაBM.GE
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →ქონების →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

იმედი

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

იმედი