მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის სახელზე ყალბი პასპორტი დაამზადა და ყალბი საბანკო ანგარიში გახსნა, შემდეგ კი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მდებარე დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთები 1 354 000 ლარად გაასხვისა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი