მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე,, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე,, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე,, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული უძრავი ქონების და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვატვ პირველი
  • დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინაფორმულა
  • პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ₾26.3 მლნ ჯდება - რა ეტაპზეა პროექტი?BM.GE
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

Der Spiegel: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების ფართომასშტაბურ გეგმას ამზადებს, რაც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს

Der Spiegel: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების ფართომასშტაბურ გეგმას ამზადებს, რაც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს

იმედი

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, გაიმართება გიორგი მუჩიაშვილის პერსონალური გამოფენა სახლეწოდებით „ფლიუგერების გამოფენა“

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, გაიმართება გიორგი მუჩიაშვილის პერსონალური გამოფენა სახლეწოდებით „ფლიუგერების გამოფენა“

იმედი

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

იმედი

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება

კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება

იმედი