მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 274,276598 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონს“,- 7,91767 გრ. „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ და დიდი ოდენობით - 0,384 გრ. „ალფა-პვპ“-ს. ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებები 71 ცალად დააფასოვეს, საიდანაც ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი