მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებზე: „კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ“ფორმულა
  • „როდესაც უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ მსგავსი ბრალდებებისთვის“ - მდინარაძე ღარიბაშვილის განცხადებებზეBM.GE
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდებით →პროკურატურამ →წარუდგინა →

მსგავსი სტატიები

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე, ტენდერები გამოცხადდა

იმედი

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

იმედი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი