მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

პროკურატურაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის სასწავლო კურსი ჩატარდა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სტანდარტები ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ, ოჯახური დანაშაულის არსი, სისხლის სამართლის პოლიტიკა, დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა.

„სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს - მსხვერპლის და მოძალადის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის თავისებურებებს და ეთიკურ პრინციპებს; ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომას და ასერტულობის განვითარებას, კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოს პროკურატურას დამატებით 23 სპეციალიზებული პროკურორი და 6 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალიზაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს.

პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და განგრძობადი პროფესიული განათლება, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ 2 თვეში 300-მდე სავარაუდო დარღვევა გამოავლინა - სამინისტროBM.GE
  • მადლობა ყველას, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან - სალომე ზურაბიშვილიტვ პირველი
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →ძალადობის →პროკურატურის →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი