მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ამავე თემაზე ქუთაისში, N15 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ხაჩიძე და პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სამმართველოს მრჩეველმა ბესიკ ლიკლიკაძემ.

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბათუმის N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „კიბერდანაშაული“ საინფორმაციო შეხვედრა შეხვედრა ჩაატარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორებმა აკაკი მოქერიამ, ოლღა მერებაშვილმა და გამომძიებელმა კონსტანტინე არობელიძემ. ასევე, რუსთავის N21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გიორგი გიორგაძემ და გამომძიებელმა იოსებ მოსიაშვილმა გამართეს.

პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კიბერდანაშაულის საფრთხეებზე, თავის დაცვის მექანიზმებსა და გამოძიების თავისებურებებზე.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი