მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

იმედი|imedinews.ge

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა ახალგაზრდებს საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებები, ასევე, უწყების სტრუქტურა, სტრატეგიული პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურორის ფუნქცია-მოვალეობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უწყება დაინტერესებულ პირებს დასაქმების, სტაჟირებისა და პრაქტიკის მიმართულებით სთავაზობს.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საქართველოს პროკურატურის სტრატეგიის, ამოცანების, პრინციპების და უფლებამოსილების გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება პროკურატურის საქმიანობისა და პროკურორის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, ასევე, ახალგაზრდებში პროკურატურის, როგორც უწყების პოპულარიზაცია. საინფორმაციო შეხვედრას ჯამში 40-მდე სტუდენტი დაესწრო.

გარდა საინფორმაციო შეხვედრისა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო დარბაზი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საბრიფინგე სივრცე.

მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს ინფორმაციის და გამოცდილების მიღებაში, ასევე, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და დაგეგმოს ისეთი მიზნობრივი ღონისძიებები, რომლებიც ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და მათი სამართლებრივი ცნობიერების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი