მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურორი ხაბეიშვილი-ზოდელავას სასამართლო პროცესზე მოსამართლეს: მომეტებულად სახიფათოა სახელმწიფო დამხობის მოწოდება - მშვიდობიანი დამხობა სიტყვების თამაშია, მოგმართავთ, ბრალდებულებს თითოეული ქმედების სამართლიანი სასჯელი განუსაზღვროთ
პროკურორი ხაბეიშვილი-ზოდელავას სასამართლო პროცესზე მოსამართლეს: მომეტებულად სახიფათოა სახელმწიფო დამხობის მოწოდება - მშვიდობიანი დამხობა სიტყვების თამაშია, მოგმართავთ, ბრალდებულებს თითოეული ქმედების სამართლიანი სასჯელი განუსაზღვროთ

პროკურორი ხაბეიშვილი-ზოდელავას სასამართლო პროცესზე მოსამართლეს: მომეტებულად სახიფათოა სახელმწიფო დამხობის მოწოდება - მშვიდობიანი დამხობა სიტყვების თამაშია, მოგმართავთ, ბრალდებულებს თითოეული ქმედების სამართლიანი სასჯელი განუსაზღვროთ

იმედი|imedinews.ge

ბატონო მოსამართლე, ჩემ მიერ ჩამოყალიბებული პოზიციისგან განსხვავებული მსჯელობის შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომ ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული პირდაპირი მოწოდებები თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ქვეყანაში, - ასე მიმართა ხაბეიშვილი-ზოდელავას სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა მოსამართლეს.

მისი თქმით, მომეტებულად სახიფათოა სახელმწიფო დამხობის მოწოდება და ამიტომაც არის ეს ქმედება კრიმინალიზებული.

„ბატონო მოსამართლე, ჩემ მიერ ჩამოყალიბებული პოზიციისგან განსხვავებული მსჯელობის შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომ ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული პირდაპირი მოწოდებები თურმე, ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ქვეყანაში; რომ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის მიხედვით, პოლიციელთათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდის დაპირება ლეგიტიმური ქმედებაა. რომ ყოფილ მთავარ პროკურორს სრული უფლება აქვს, უხეშად ჩაერიოს ნებისმიერი გამომძიებლის საქმიანობაში და ა.შ. რაც ბუნებრივია, თქვენს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული უგულებელყოფა იქნება.

მომეტებულად სახიფათოა სახელმწიფო დამხობის მოწოდება და ამიტომაც არის ეს ქმედება კრიმინალიზებული. მშვიდობიანი დამხობა სიტყვების თამაშია, მშვიდობიანი დამხობა წარმოუდგენელი ოქსიმორონია. მოგმართავთ, ბრალდებულებს თითოეული ქმედების სამართლიანი სასჯელი განუსაზღვროთ", - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება. ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე 11 სექტემბერს დააკავა.

მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედება სამართალწარმოების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობსრუსთავი 2
  • პროკურორის მტკიცებით, ლილუაშვილის სასამართლო სხდომები მოწმეების უსაფრთხოების დასაცავად დაიხურაBM.GE
  • საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტიაფორმულა
სასამართლო →პროცესი →ბრალდებულს →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი