მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით

პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით

იმედი|imedinews.ge

ამის მოლოდინი ბრალდების მხარეს ბუნებრივად ჰქონდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში, რადგან საზოგადოებას სისტემატურად ვაწვდიდით ინფორმაციას პროცესებთან დაკავშირებით და იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ბრალდებამ წარადგინა სასამართლოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენზე საუბრისას.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეში ათეულობით ტომი იყო და მტკიცებულებები უტყუარი და ურთიერთშეთავსებადია.

„დამაჯერებლად შემიძლია გითხრათ დღეს სასამართლოს განაჩენით, რომ ეს მტკიცებულებები ნამდვილად ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს.

გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმე ექსპერტები, ექსპერტები სასაქონლო მიმართულებით, დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობები, თუ რა ზარალი განიცადეს კერძო თუ სახელმწიფო უწყებებმა ამ ძალადობრივი ქმედებებით. იგულისხმება პრეზიდენტის სასახლის ღობე და მიმდებარე ტერიტორია და ასევე ის პირები, ვინც დაზიანდნენ ამ ქმედებებით.

ტრასოლოგი ექსპერტი იკვლევს, თუ რა ფორმით და რა ხერხით იყო დაზიანებული ეს ღობე. ექსპერტებმა განსაზღვრეს მიყენებული ქონებრივი ზიანი. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით“, - აღნიშნა თამარ ბეჟუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ