მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროტოპრესვიტერი გიორგი: ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი
პროტოპრესვიტერი გიორგი: ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი

იმედი|imedinews.ge

ოჯახის სიწმინდის დღე მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ამ დამოკიდებულებაში გამთლიანებულია როგორც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ხელისუფლება და მთელი ქართველი ერი, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, პატრიარქი შიო მესამე წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან, მთელ ქართველ ერთან ერთად გააგრძელებს ოჯახის სიწმინდის აღნიშვნას იმ ღირსებით, როგორც ეს დაამკვიდრა უწმინდესმა პატრიარქმა, ილია მეორემ.

„ბუნებრივია, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ტრადიციების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. წელს პირველად ხდება, რომ პატრიარქის გარეშე ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს, რაც ძალიან დიდ გულისტკივილთანაა დაკავშირებული მთელი ქართველი ერისთვის. მაგრამ ღვთის მადლით, შესრულდა აღსაყდრება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო მესამის და საქართველოს პატრიარქი, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან, მთელ ქართველ ერთან ერთად გააგრძელებს ამ გზას, რაც უკავშირდება ოჯახის სიწმინდის აღნიშვნას იმ ღირსებით, როგორც ეს დამკვიდრებული იყო უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყება.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ