მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საპატრიარქო ღირსება. უძველეს დროში საქართველოს ეკლესია აყვანილი იყო საპატრიარქო ღირსებაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მან აღსაყდრების ცერემონიის დეტალები განმარტა და აღნიშნა, რომ ინტრონიზაცია ყოველთვის უწმინდეს საპატრიარქო ტაძარში ტარდება. პროტოპრესვიტერმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღმშენებლობაში ილია მეორის ღვაწლს გაუსვა ხაზი და ასევე აღნიშნა, რომ მე-14 საეკლესიო კრება მაღალ დონეზე ჩატარდა. მისივე თქმით, ახალი პატრიარქის არჩვის პროცესში არავინ ჩარეულა.

„არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ყველა მღვდელმთავარს ჰქონდა სრული თავისუფლება, რომ საკუთარი სინდისითა და პასუხისმგებლობით ღვთის წინაშე გამოერჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 3 კანდიდატს შორის ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია. თავად ახლად არჩეული პატრიარქი ყველას მიმართავს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ვინ მისცა მას ხმა და ვინ არა. ეკლესიის ერთიანობაზე ძალიან ბევრი რამ დგას და იწყება ახლად არჩეული პატრიარქის მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობით. ეს არის მსახურება მთელი ქართველი ერისთვის, საქართველოს ეკლესიის კიდევ უფრო წინსვლისა და წარმატებისთვის“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ