მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფულადი გზავნილები აპრილში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ფულადი გზავნილები აპრილში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ფულადი გზავნილები აპრილში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.5%-ს შეადგენს, შესაბამისი 141.5 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აპრილში აშშ-დან 8.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.9%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 58.3 და 27.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მლნ აშშ დოლარი (94.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის აპრილის (31.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ