მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.

„შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე განიხილეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებები და ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული პროცესები.

სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე.

ამასთან, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდის საკითხიც და აღინიშნა, რომ შესაბამისი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.

საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტებსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი და მისი მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო მინისტრის როლს, განვლილ გზას და მის მიერ წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შეფასებას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს.

სხდომაზე საუბარი შეეხო ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყოფილი და მოქმედი ძალოვანების საკითხსაც და აღინიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს და ინდულგენცია ვერ გავრცელდება ვერცერთი პროფესიის წარმომადგენელზე.

ასევე, განიხილეს 4 ოქტომბრის საქმესთან და ჯაშუშების გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე იმსჯელეს პლენარულ სესიებზე წარსადგენ და მისაღებ საკანონმდებლო ინიციატივებზეც“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
ოცნება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი