
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა. მან გამარჯვება სამ რაუნდში ბრძოლის შედეგად მოიპოვა.
„პირველ რიგში, მადლობა ერთობისთვის, საქართველო ყოველთვის იქნება ერთიანი და ძლიერი. ღმერთმა დალოცოს. კიდევ ერთხელ მინდა RAF-ს, ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრა, რომ აირჩიეს საქართველო, თბილისი. საუკეთესო ქარდი იყო და მომავალშიც იქნება არაერთი ასეთი ღონისძიება და ჩვენ შეგვიძლია ყველაფერში საუკეთესოები ვიყოთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მანამდე ამავე ტურნირზე გამარჯვებები ქართველმა მოჭიდავეებმა - გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი მიმდინარეობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge