მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართველობისგან სრულად დაცლილი ქართველის შექმნა არ გამოუვიდათ, არც ეკლესიის დანგრევა - ისტორიას მაინც უნდა გადაავლონ თვალი და გაიხსენონ, რამდენად ძლიერი და რამდენად შეუვალია დედა ეკლესია, როცა საქმე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ქართველობისგან სრულად დაცლილი ქართველის შექმნა არ გამოუვიდათ, არც ეკლესიის დანგრევა - ისტორიას მაინც უნდა გადაავლონ თვალი და გაიხსენონ, რამდენად ძლიერი და რამდენად შეუვალია დედა ეკლესია, როცა საქმე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სკანდალური ინტერვიუ თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. არ შეიმჩნიეს მხოლოდ ბრალდებულებმა, ვინც ქართულ ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენას მოითხოვდნენ და არ შეიმჩნიეს ქართველმა რადიკალებმა, რომელთა მთავარი სამიზნეც ის ინსტიტუცია იყო, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ეროვნულ იდენტობასთან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, „იმედის კვირის“ ჟურნალისტმა, შორენა ხვიჩიამ მასალის მოსამზადებლად, კითხვები ყველა იმ ევრობიუროკრატს გაუგზავნა, ვინც უშალოდ შეხვდა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და საპატრიარქოს დელეგაციას.

ჩიხლაძემ ასევე აღნიშნა, რომ კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე ასევე გადაუგზავნეს ოჯახური ღირებულებების კანონის მოწინააღმდეგე დასავლელ მაღალჩინოსნებსაც.

„ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ქართულ ეკლესიაზე გავლენის მოხდენის მცდელობა მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის თუ გაერთიანების მხრიდან. საპატრიარქომ ამ თემაზე დუმილი გასულ კვირას ექსკლუზიურად „იმედის კვირასთან“ დაარღვია. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები იმ ე.წ. მეგობრების ევროპული სტრუქტურებიდან, რომელთა მიზანიც იყო ლგბტ პროპაგანდისთვის ეკლესიის გამოყენება. ბრიუსელი ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობას სთხოვდა.

ზეგავლენა ხალხზე და მხარდაჭერა ლგბტ პროპაგანდაში - საპატრიარქომ ევრობიუროკრატიის ზრახვები გაშიფრა, ბრალდების ადრესატები კი, რომლებიც საქართველოს თემაზე გაკეთებული განცხადებებით ზოგჯერ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც კი ასწრებენ, ამ დრომდე იმალებიან. როგორც ჩანს, პასუხებს დუმილი არჩიეს. ან რა უნდა ჰქონდეთ დამატებით სათქმელი, როცა საქართველოს საპატრიარქოზე თავდასხმის მოტივი სრულად გაცხადდა.

შორენა ხვიჩიამ კითხვები ყველა იმ ევრობიუროკრატს გაუგზავნა, ვინც უშალოდ შეხვდა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და საპატრიარქოს დელეგაციას.

გასულ კვირასაც ვთქვი და ისე გავმეორდები - ბოლომდე მაინც არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მათი აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ.

ოჯახური ღირებულებების კანონის მოწინააღმდეგე დასავლელ მაღალჩინოსნებს კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნეთ. თუ სურვილი გაუჩნდებათ, მზად ვართ, დავუთმოთ ეთერი და მოვისმინოთ მათი არგუმენტები. თუმცა, ჩემთვის ბრალდების ადრესატების დამალვა და კითხვების უპასუხოდ დატოვება უფრო გასაგებია, ვიდრე ოპოზიციის მიერ ამ სკანდალური ინტერვიუს სრული იგნორი.

ვერც ერთმა რადიკალმა ვერ გაბედა საპატრიარქოს მხარდაჭერა, ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ბრიუსელი მოიქცა ძალიან ცუდად. ისინი ვერც მაშინ ბედავდნენ ხმის ამოღებას, როდესაც უწმინდეს ორკესტრირებულად ესხმოდნენ თავს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ცალკეული ე.წ. თეოლოგები და პოლიტიკოსები, რადგან იცოდნენ, რომ ეს იყო ევრობიუროკრატიის პირდაპირი დავალება და ამ დავალების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში მკაცრად დაისჯებოდნენ. ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება იყოს - ეკლესიას, პატრიარქს, სასულიერო პირებს შეურაცხყოფდნენ და შენ ხმის ამოღების უფლებაც კი წართმეული გქონდეს.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სკანდალური ინტერვიუ თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. არ შეიმჩნიეს მხოლოდ ბრალდებულებმა, ვინც ქართულ ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენას მოითხოვდნენ და არ შეიმჩნიეს ქართველმა რადიკალებმა, რომელთა მთავარი სამიზნეც ის ინსტიტუცია იყო, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ეროვნულ იდენტობასთან.

ქართველობისგან სრულად დაცლილი ქართველის შექმნა არ გამოუვიდათ, არც ეკლესიის დანგრევა - სულ მცირე ისტორიას მაინც უნდა გადაავლონ თვალი და გაიხსენონ, რამდენად ძლიერი და რამდენად შეუვალია დედა ეკლესია, როცა საქმე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტომაშ ფროელიხი: გერმანული ეკონომიკის უდიდესი პრობლემა სწორედ ენერგორესურსებზე წარმოუდგენლად გაზრდილი ფასები გახლავთ, ეგრეთწოდებული „მწვანე“ საწარმოო პოლიტიკა, გერმანული წარმოების არქიტექტურა იმპორტირებულ და იაფ ენერგორესურსებზეა გათვალისწინებული და დამოკიდებული

თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს

დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება

შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება

იმედი