მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო

Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. აღნიშნულ მარშრუტზე Qatar Airways რეისებს Boeing 777 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტვირთების ტრანსპორტირებას მოემსახურება.

„სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან მიმართებით ეს ციფრი 101%-ით არის გაუმჯობესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოცულობა სულ რაღაც ორ წელიწადში გაორმაგდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი