მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა KIU-ს შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - UniverCity. ღონისძიება ქუთაისქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. პროექტი შემუშავებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) და ქუთაისის მერიის ურთიერთთანამშრომლობით.

UniverCity-ს სივრცე გახსენს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ქუთაისის დელეგატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

UniverCity-ს გახსნაში მონაწილეობდა KIU-კაპელა. საზეიმო გახსნასთან ერთად მოეწყო სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა და კანცლერმა ლევან კოპალიანმა, სტუდენტური ვიდეოკონკურსის - KIU IN YOUR LENS შედეგები შეაჯამეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან.

UniverCity ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

ინოვაციური ჰაბი დაეთმობა KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამებისა და ულტრათანამედროვე, რეგიონში უნიკალური საუნივერსიტეტო კამპუსის სიახლეებს. ახალი სივრცე იდეურად ერწყმის ქუთაისის ისტორიულ როლს და ქალაქის შემოქმედებითი ფუნქციის გაძლიერებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი