მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ახალგაზრდულ ღონისძიებაში მონაწილეობენ 7 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, ყაზახეთი) ახალგაზრდები, ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქებიდან.

ფორუმის გახსნის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საერთაშორისო ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას. ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდები წარადგენენ პრეზენტაციებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

გაიმართება დისკუსია თემებზე: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში.

3 დღის განმავლობაში, ფორუმის მონაწილეებს უცხოელი სტუმრები მათ ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და გაცვლით პროგრამებს გააცნობენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ