მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნეს სექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება: იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით
ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნეს სექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება: იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით

იმედი|imedinews.ge

2026 წლის I კვარტალში, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნესსექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით გაიზარდა და I კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 62.0 მლრდ ლარი შეადგინა.

„ამავე პერიოდში, ბიზნესის გამოშვება 12.4%-ით გაიზარდა და 23.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13.0%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინა.

გამოშვების ზრდა დაფიქსირდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ხაზგასასმელია დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და ა.შ.

ეკონომიკურ აქტივობასთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2026 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.7%-ით (28.5 ათასით) გაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია.

წინა წლის I კვარტალთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზრდილია ეკონომიკის ყველა სექტორში. დასაქმების ზრდის პარალელურად, გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი