მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქვეყნის მასშტაბით დამატებით 19 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ქვეყნის მასშტაბით დამატებით 19 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქვეყნის მასშტაბით დამატებით 19 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 19 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სენაკში, ტყიბულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, დმანისში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდაში, გარდაბანში, მარნეულში, ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.

პროექტებით გათვალისწინებულია 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, თანამედროვე საფეხბურთო მოედნების, მსაჯების და გუნდების ოთახების, საშხაპეების, გასახდელების, და ტექნიკური სათავსოების მოწყობა.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააძლიერებს სპორტულ ცხოვრებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • 11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სიაBM.GE
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი

გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა