მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპელ ბიუროკრატებში არსებობს დღეს
რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპელ ბიუროკრატებში არსებობს დღეს

რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპელ ბიუროკრატებში არსებობს დღეს

იმედი|imedinews.ge

ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპელ ბიუროკრატებში არსებობს დღეს, - გამაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ევრობიუროკრატები იღებენ საქართველოსთან მიმართებით, ააშკარავებს იმ კრიზისს, რომელიც თავად ევროკავშირშია.

„ფაქტია, რომ ევრობიუროკრატები მიეჩვივნენ ცარიელი ტყვიების სროლას. ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები უშედეგოა, მაგრამ ერთ კონკრეტულ შედეგამდე მაინც მივყავართ, რაც ჩემი აზრით ცუდი არ არის. აშკარავდება ღირებულებითი კრიზისი, რაც მთლიანად ევროპელ ბიუროკრატებში არსებობს დღეს. ეს კრიზისი ნამდვილად შემაშფოთებელია. ისინი იმდენად მიეჩვივნენ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლო გადაწყვეტილებებს, რომ ნამდვილად სრულად დაავიწყდათ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დაფუძნდა თავის დროზე ევროკავშირი.

ცალკე საკითხი არის კიდევ მოლდოვასთან დაკავშირებული მედიის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მიდგომა და გადაწყვეტილება, სადაც მათ მოუწიათ საგარეო საქმეთა მინისტრისგან ღირსეული გამოსვლა მოესმინათ. ამაზე იქაც პასუხები არ ჰქონიათ. ეს ადამიანები - იქნება ეს ევროპარლამენტის თუ მოლდოვის შემთხვევაში, იღებენ უსამართლო გადაწყვეტილებებს, შემდეგ ამის ახსნა-განმარტების უნარიც არ აქვთ. რა თქმა უნდა სათქმელიც არაფერი აქვთ და მისი გამართლებაც არ შეუძლიათ.

აქ ის უბადრუკობაც ჩანს, რომ ამას ყველაფერს საქართველოს მოქალაქეების ხელითაც აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ ის ადამიანები, ის „ღირსეული“ გამგრძელებლები დასმენების, რისი მემკვიდრეობაც მათ მიიღეს, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო ხოლმე. ვინაიდან მენტალურად ისინი სწორედ საბჭოთა კავშირში არიან. საბოლოოდ ეს არის „რასა გორბაჩოვიანეების“ გადაწყვეტილებები, რასაც ჩვენთვის ფასი არ აქვს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს”, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ის, აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი