მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი
რატი იონათამიშვილი: გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი

იმედი|imedinews.ge

გახარიას პარტია და სხვა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პროექტები რომ არიან, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ, მათი პატრონი რასაც უბრძანებს, ისე გააკეთებენ და პრაქტიკაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც რადიკალებს უთხრეს ერთად ალიანსი შეექმნათ, შექმნეს; როდესაც უთხრეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით უნდა ემუშავათ, ისინი ასეც მოიქცნენ.

„რასაც უბრძანებენ, იმას უსიტყვოდ ასრულებენ. სხვა საკითხია, რომ შესრულებაშიც ოროსნები არიან, მაგრამ ყველაფერს რომ იკადრებენ საკუთარი პატრონების დავალებების შესასრულებლად, ეს ჩვენ კარგად ვიცით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამაც იცის, რომ რადიკალების მოთხოვნებს ფასი არ აქვს - ფანტასმაგორიებით საზრდოობენ.

„არასდროს ითვალისწინებენ საკუთარი, თუნდაც მცირერიცხოვანი მხარდამჭერების ინტერესებს და მათ საწინააღმდეგოდაც მიდიან. რა თქმა უნდა, მათ არანაირი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში არ გააჩნიათ. არც არჩევნებში აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე წარმატება მოიპოვონ და არც სხვაგან. ყველა მიმართულებით მათ საკუთარი თავი გაინადგურეს. აქედან გამომდინარე, მათ პერსპექტივა არ გააჩნიათ. საქართველოს სტაბილურობას ისინი ხელს ვერ შეუშლიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი