მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები იყო: სერვისების და პროგრამების გეოგრაფიის გაფართოება, მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, პროგრამების მორგება ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე და უწყების ინსტიტუციური გაძლიერება.

გიორგი ცაგარეიშვილმა თითოეული პრიორიტეტული მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საჭიროებების მიხედვით, სააგენტოს ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტში აქვს ოფისები, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში კი რეგიონული ცენტრებიდან გაგზავნილი მობილური ჯგუფების მეშვეობით საქმიანობს.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დასაქმების მიმართულებით სამინისტროს ბიუჯეტი მზარდია.

„ჩვენ ფოკუსირებულად ვზრდით თანხებს იმ მიმართულებებით, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას რეალური შედეგი მოჰყვება. მაგალითად, სტაჟირების სუბსიდირება ორი წლის წინ 300 ლარი იყო, შემდეგ 400 ლარი გახდა, წელს კი ეს თანხა 500 ლარია. შედეგად, სტაჟირების მსურველთა რაოდენობა გაოთხმაგდა. აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე, წელს მაღალმთიან რეგიონებში სტაჟირების სუბსიდირების კომპონენტი შემოვიღეთ და უკვე გვყავს პირველი ბენეფიციარები. ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ცაგარეიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უკვე ჩამოაყალიბა სისტემური მიდგომა დასაქმების პოლიტიკასთან მიმართებაში.

„ბუნებრივია, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებას თან სდევს ახალი ინფორმაციის მიღება და ახალი გამოწვევები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ საკითხის ოპერატიულად მოგვარება. საინტერესო მონაცემებია წარმოდგენილი და იმის პერსპექტივა, რომ ეს დინამიკა უკეთესობისკენ შეიცვალოს, საკმაოდ დიდია. ამისთვის ყველა აუცილებელი პირველადი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ბერკეტი არსებობს. წარმოდგენილი ანგარიშიდან გამომდინარე, კომიტეტი დადებითად აფასებს თქვენს საქმიანობას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ