მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ
რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონული სასწავლო ტურის მეორე ეტაპი 17 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით გაიმართა.

რეგიონული სასწავლო ტურის მიზანი იყო რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული უნარების, კომპეტენციებისა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ სამუშაო გარემოში ეფექტიანად გამოყენება.

ტურის ფარგლებში სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სწავლა-სწავლების ეფექტიან სტრატეგიებს, სასწავლო მიზნებს, მათი განხორციელების გზებს, მოსწავლეთა ჰოლისტური შეფასების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ტურის ფარგლებში გაიმართა თემატური ვორქშოპები: „გუნდური მუშაობის ეფექტიანობა და თანამშრომლობა“; "სოციალურ-ემოციური უნარების გაძლიერება სასკოლო გარემოში"; ,,საკომუნიკაციო და ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა სკოლის გარემოში".

ტურის მონაწილე 30 სპეციალური მასწავლებელი კონკურსის წესით 75 პრეტენდენტიდან შეირჩა. მათგან უპირატესობა მიენიჭათ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლების, ასევე შედარებით ნაკლები პროფესიული გამოცდილების მქონე იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ქაჯაია: ბრიუსელმა შესაძლოა, ჩათვალოს, რომ საქართველოს გეოგრაფიულად პატარა ქვეყანაა, მაგრამ იმის მიხედვით, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეა, სწორედ თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე

გიორგი ქაჯაია პეტერ ფიშერზე: ეს ადამიანი იქცა მხარედ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს თავისი განცხადებებით, მოწოდებებით მაშველი რგოლის ფუნქცია იკისროს რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში და ამით დააზიანოს გერმანია-საქართველოს ურთიერთობები

ეკა სეფაშვილი: კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები

ეკა სეფაშვილი: კრიზისი, ღირებულებითი თვალსაზრისით, რომელიც დღეს ევროპაში მიმდინარეობს, თვალნათელია და ამას ხედავს არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ ევროპული სახელმწიფოების საზოგადოებები

იმედი

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს. მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: იმდენად უსუსურები არიან, იციან რომ 100 კაცზე მეტს ვერ კრებენ და ამიტომ 26 მაისს დაამთხვიეს. მივმართავ ახალგაზრდებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს

იმედი