მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება
Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება

Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება

იმედი|imedinews.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროები მილიარდობით გაყინული დოლარის ირანისთვის გადაცემას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ტაქტიკურ ცვლილებად განიხილება მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ისლამურ რესპუბლიკასთან წარმოებული ომის პერიოდში ირანი სპარსეთის ყურის მდიდარ არაბულ სახელმწიფოზე რამდენიმე კვირის განმავლობაში თავდასხმებს ახორციელებდა.

ამ ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა, დროში ემთხვევა თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე ფართო მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს, რომლის მიზანიც ომის დასრულებაა.

დიპლომატების თქმით, მოლაპარაკებები, შესაძლოა, მოიცავდეს აშშ-ის სანქციების გამო უცხოურ ბანკებში ნავთობის გაყიდვით მიღებული გაყინული ირანული ფულის გათავისუფლებას. საუბარია ათობით მილიარდ დოლარზე.

ორმა რეგიონულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ საამიროები 10 მილიარდი დოლარის გამოყოფას დათანხმდა, საიდანაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე გადარიცხულია.

შეთანხმების დეტალებში გარკვეულმა კიდევ ორმა წყარომ განაცხადა, რომ საერთო თანხა 20 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ირანის მხრიდან საამიროების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტის სანაცვლოდ შეთანხმდა.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში პირველი ტრანში, 3 მილიარდი დოლარი, უკვე ხელმისაწვდომი გახდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდებაფორმულა
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
დოლარი →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი