მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა
Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღების შემცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სამხედროების მომავალი კონფლიქტებისთვის მზადყოფნის კუთხით.

საუბარია უპირატესად „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის შეიარაღებაზეა - კერძოდ, ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს ATACMS-სა და მაღალი სიზუსტის PrSM-ის ტიპის რაკეტებზე. ორი წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ამ იარაღის „ფაქტობრივად მთელი მარაგი“ უკვე გახარჯა.

შორ მანძილზე მოქმედი ეს საბრძოლო მასალა, რომლის თითოეული ერთეულის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღემატება, სამხედრო არსენალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - ის უსაფრთხო დისტანციიდან მაღალი სიზუსტის დარტყმების მიყენების საშუალებას იძლევა.

აშშ-ის მიერ მიწოდებულმა ATACMS-ის სისტემებმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის ომშიც, რამაც უკრაინულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე იერიშის შესაძლებლობა მისცა. რაც შეეხება PrSM-ს, ის უფრო ახალი და დახვეწილი თაობის რაკეტაა, რომელიც შედარებით ნაკლები მოქმედების რადიუსის მქონე ATACMS-ის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ირანზე ფართომასშტაბური შეტევების განახლების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს შესაძლოა მეტად დაჭირდეს პილოტირებადი ავიაციის გამოყენება, რაც გაცილებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გაეროს ასამბლეას ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან - აშშ-მა მათ ვიზები მისცაBM.GE
  • გაეროს ექსპერტების თქმით, აშშ-მა ირანში დარტყმებისას შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინაფორმულა
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • ირანი შეთანხმების მიღწევას დაჩქარებულად და ნებისმიერ ფასად ცდილობს - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

ჯანდაცვის სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს - ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

POLITICO: ევროპელი მაღალჩინოსნები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებით ან რაკეტებით დარტყმები განახორციელოს

იმედი

The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

ტრამპი: სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას სიყალბის ტირაჟირებაში შემჩნეულ მედიებს, CNN-ს, MSNOW-ს და POLITICO-ს - მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, უსასრულოდ თხზავდნენ გამოგონილ ამბებსა და ტყუილებს