მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: აშშ-მა კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა
Reuters: აშშ-მა კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა

Reuters: აშშ-მა კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების (USMCA) ვადის გაგრძელებაზე და ამით ხელშეკრულების გაწყვეტის ათწლიანი პროცედურა აამოქმედა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ მიზნად ისახავს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს წარმოების, სამუშაო ადგილების დაბრუნებას აშშ-ში და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი ჩრდილოეთ ამერიკის პარტნიორებთან.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯეიმისონ გრირის განცხადებით, ვაშინგტონი შეთანხმებას მისი ამჟამინდელი ფორმით არ განაახლებს.

„შეერთებული შტატები არ დათანხმდა USMCA-ის ამ ფორმით განახლებას. შესაბამისად, შეთანხმება არ განახლდა. აშშ გააგრძელებს მოლაპარაკებებს მექსიკასთან და კანადასთან, რათა შეთანხმების ხარვეზები და სავაჭრო დეფიციტი აღმოიფხვრას“, - განაცხადა გრირმა.

მისივე თქმით, ივლისის მესამე კვირაში მექსიკასთან ორმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება, რომელიც მეხიკოში შედგება. განხილვის მთავარი თემები ავტომობილების წარმოების წესები, ინდუსტრიული საქონლის რეგულაციები და ეკონომიკური უსაფრთხოება იქნება, რათა მესამე ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, ვერ ისარგებლონ შეთანხმებით.

მექსიკის ეკონომიკის მინისტრმა მარსელო ებრარდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული აშშ-ის შეშფოთების განსახილველად, თუმცა მხარეებს შორის კვლავ რჩება უთანხმოება ავტომობილების წარმოების რეგიონულ წესებზე.

„არ არსებობს ისეთი დიდი განსხვავება, რომელიც ვერ გადაიჭრება“, - აღნიშნა ებრარდმა და დასძინა, რომ მთავარი თემა მოლაპარაკებებში ავტომობილების ინდუსტრიის დაცვაა.

კანადის წარმომადგენელმა დომინიკ ლებლანკმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ოტავა გააგრძელებს მუშაობას აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ფოლადს, ალუმინს, ავტომობილებსა და ხის მასალას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი