მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს

Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს

იმედი|imedinews.ge

ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროში ჩინეთის ელჩზე, ფუ ცონგზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფუ ცონგის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა ორივე მხარის, ირანისა და შეერთებული შტატების ვალდებულებაა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როცა მიმდინარე თვეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავა, ჰორმუზის სრუტის საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება.

„ირანმა ჰორმუზის სრუტეზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას, ხოლო აშშ-მა - საზღვაო ბლოკადა. ყველაზე გადაუდებელ საკითხს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული რეჟიმი უნდა იყოს ხანგრძლივი და ორ მხარეს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები უნდა შედგეს. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს და საბრძოლო მოქმედებების განახლების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი