მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ირანი უახლოეს კვირებში ჩინეთიდან ხელის საზენიტო სარაკეტო სისტემებს ელოდება
Reuters: ირანი უახლოეს კვირებში ჩინეთიდან ხელის საზენიტო სარაკეტო სისტემებს ელოდება

Reuters: ირანი უახლოეს კვირებში ჩინეთიდან ხელის საზენიტო სარაკეტო სისტემებს ელოდება

იმედი|imedinews.ge

ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წარმოების ხელის საზენიტო სარაკეტო სისტემების პირველი პარტიის მიღებას ელოდება. ინფორმაციას Reuters-ი გარიგების დეტალებზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომელსაც თეირანი აშშ-თან ომის ფონზე საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების აღსადგენად შეიძენს.

Reuters-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 60-70 მილიონ დოლარად ფასდება და ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობაა თეირანის მხრიდან, გააძლიეროს მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელთან ომი დაიწყო.

კონფლიქტმა გამოავლინა ირანის შესაძლებლობებში არსებული ხარვეზები, დაეცვა სამხედრო ობიექტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, წერს სააგენტო.

წყაროების ინფორმაციით, კონტრაქტი ითვალისწინებს 300-დან 400-მდე გადასატანი საზენიტო სარაკეტო სისტემის (MANPADS), მათ შორის ჩინური წარმოების QW-12 და FN-16 ტიპის რაკეტების შეძენას.

გარიგება გაფორმდა ჰონკონგში დაფუძნებულ კომპანია Zhongqing Baoshang International Investment-თან, რომელიც, წყაროების თქმით, ირანულ მხარესა და ჩინურ მიმწოდებელს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს: „შესაბამისი ცნობები სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთი ყოველთვის ასრულებდა როლს მშვიდობის ხელშეწყობასა და კონფლიქტის დასრულებაში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

იმედი