მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ბირთვულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს
Reuters: ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ბირთვულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს

Reuters: ისრაელში შიშობენ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ბირთვულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც სამეფოს ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული რეაქტორების აშენებისა და ურანის გამდიდრების უფლებას აძლევს, ისრაელში გააჩინა შიში, რომ ამან, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების რბოლას დაუდოს საფუძველი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ აშშ-ის კონგრესის დამტკიცებას საჭიროებს, ოთხშაბათს გამოცხადდა და მისი მიზანი საუდის არაბეთისთვის სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარების შესაძლებლობის შექმნაა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეთანხმებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება ისრაელის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებს.

„საუდის არაბეთთან ბირთვული შეთანხმება, რომელიც ისრაელის გვერდის ავლით ფორმდება, სერიოზული სტრატეგიული მარცხია და ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა, რომელიც 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს დამარცხებას შეეცდება.

მისი თქმით, „საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებამ, შესაძლოა, რეგიონში ბირთვული შეიარაღების რბოლა და კონტროლის დაკარგვის სახიფათო პროცესი გამოიწვიოს“.

ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ „საუდის არაბეთის სამოქალაქო ბირთვული პროგრამა საბოლოოდ ბირთვული იარაღის შექმნით დასრულდება და მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით შეიარაღების შეშლილ რბოლას გამოიწვევს“.

მისი თქმით, ისრაელმა, რომელიც ფართოდ მიიჩნევა ბირთვული არსენალის მქონე რეგიონის ერთადერთ სახელმწიფოდ, შეთანხმებას უნდა დაუპირისპირდეს და აშშ-ის კონგრესზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მისი დამტკიცება არ მოხდეს.

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, ისე ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში.

თუმცა შეთანხმების მიღწევა აქამდე ვერ ხერხდებოდა, მათ შორის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაფრთხილებების გამო. მათი შეფასებით, ასეთი შეთანხმება საუდის არაბეთს მომავალში ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას გაუხსნიდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემაBM.GE
  • ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდებაფორმულა
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
  • ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი