მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს
Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს

Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში იძულებითი შრომის წინააღმდეგ მოქმედი კონტროლის მექანიზმების არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თუ ჩვენს შრომით კანონმდებლობას შეერთებული შტატებისას შევადარებთ, ჩვენ გვაქვს ანაზღაურებადი შვებულებები, ჩვენი თანამშრომლებისთვის ძალიან კარგი შრომითი პირობებია შექმნილი, ამიტომ ეს ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია“, - განუცხადა კალასმა Reuters-ს ინტერვიუში.

სააგენტოს ცნობით, პარასკევს ტრამპის ადმინისტრაციამ 60 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირის, პროდუქციაზე 10%-ისა და 12,5%-ის ოდენობის ახალი ტარიფები დააწესა. ვაშინგტონი გადაწყვეტილებას იძულებითი შრომის აკრძალვის წესების არასათანადო აღსრულების ბრალდებით ხსნის. ახალი ზომები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფის მოქმედების ვადა ამოიწურა.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ევროკავშირი, რომ ამერიკული ტარიფები მასაც შეეხებოდა, კალასმა უპასუხა: „ვინ შეძლებს იმ ტარიფებისთვის თვალყურის დევნას, რომლებიც ხან წესდება და ხან უქმდება? არა, ამას არ ველოდით“.

კალასის განცხადებით, ევროკავშირი ვაშინგტონისგან დამატებით განმარტებებს მოითხოვს. მისი თქმით, ბრიუსელმა გასულ წელს მიღწეული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, ამიტომ ახალი ტარიფები მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩვენ ამერიკასთან შეთანხმება გვქონდა და ჩვენი ვალდებულებები ამ შეთანხმების ფარგლებში სრულად შევასრულეთ. სწორედ ამიტომ არის მოულოდნელი და უარყოფითი, რომ ეს შეთანხმება აღარ სრულდება“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის იმ ბავშვთა ბანაკს ასანქცირებს სადაც უკრაინელებს აგზავნიანფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

იმედი

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

იმედი

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

იმედი

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი