მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: კეშ პატელის ხელმძღვანელობით, FBI ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტოდ აფართოებს
Reuters: კეშ პატელის ხელმძღვანელობით, FBI ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტოდ აფართოებს

Reuters: კეშ პატელის ხელმძღვანელობით, FBI ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობას უპრეცედენტოდ აფართოებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კეშ პატელის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში უწყებამ ჩინეთთან და რუსეთთან სამართალდამცავ სფეროში ახალი პარტნიორობა ჩამოაყალიბა. მისი თქმით, თანამშრომლობის მიზანია ისეთი ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ფენტანილის კონტრაბანდა, კიბერთაღლითობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, - იუწყება Reuters-ი.

სააგენტოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პატელმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა მოიცავს პერსონალის გაცვლას, რომლის ფარგლებშიც ჩინელი სამართალდამცველები აშშ-ს ეწვიენ, ხოლო FBI-ის აგენტები ჩინეთში მიემგზავრებიან ერთობლივი გამოძიებებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიზნით. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში FBI-მ და ჩინეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთობლივი რეიდები და დაკავების ოპერაციებიც ჩაატარეს.

FBI-ის ინფორმაციით, პატელი ივლისის ბოლოს პეკინიდან დაბრუნდა, ხოლო ოქტომბერში რუსეთში მსგავსი ვიზიტიც განიხილება.

პატელის თქმით, ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობა მკაცრად შეზღუდულია და მხოლოდ კონკრეტულ სფეროებს ეხება, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის საერთაშორისო ქსელებს, კიბერთაღლითობის სქემებსა და ნარკოტრაფიკს.

„ეს ორივე ახალი და დინამიკური ურთიერთობაა. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ბევრ საკითხში ისინი ჩვენი მეტოქეები არიან. მათი მიდგომა არ შეიცვლება, მაგრამ თუ ასეთ თანამშრომლობას ამერიკისთვის კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია, მაშინ მათთან ურთიერთობა აუცილებელია“, - განაცხადა პატელმა.

Reuters-ის ცნობით, ჩინეთთან თანამშრომლობა 2025 წლის მაისში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ დაიწყო და მოგვიანებით კეშ პატელის ორი ვიზიტით გაგრძელდა.

პატელის განცხადებით, ამჟამად თანამშრომლობა ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს: კიბერთაღლითობას, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს, ნარკოტიკებთან ბრძოლას, გაქცეულ დამნაშავეთა ძებნის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს.

რაც შეეხება რუსეთს, პატელის განცხადებით, ბოლო 15 თვის განმავლობაში FBI რუსეთთანაც თანამშრომლობს ძალადობრივი საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ.

„ასეთი პროცესები ერთ დღეში არ იქმნება. ამაზე უკვე 15 თვეა ვმუშაობთ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 300 სტატია.

  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • ტრამპის ხელმოწერით რუსეთის სანქცირებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალაში შევიდაფორმულა
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ლაშა დარსალია: ნამდვილად რთული ვითარებაა დღევანდელ მსოფლიოში. საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ასეთ ვითარებაში ლავირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნისთვის, რათა თავისი ინტერესები გაატაროს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

იმედი

ლაშა დარსალია გლობალიზაციაზე: ყველა პროცესს ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს დიალოგი, მოლაპარაკებები და საერთო ინტერესების ძებნა

ლაშა დარსალია გლობალიზაციაზე: ყველა პროცესს ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს დიალოგი, მოლაპარაკებები და საერთო ინტერესების ძებნა

იმედი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „ფერმერის დღე 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა

იმედი